ოლექსი დანილოვი - რუსეთში სოციალური დაძაბულობა იზრდება, მოსკოვისთვის ბევრად მარტივია იმის თქმა, რომ ჰყავთ გარე მტერი, ახლა ეს არის უკრაინა, წარსულში იყო საქართველო
ოლექსი დანილოვი - რუსეთში სოციალური დაძაბულობა იზრდება, მოსკოვისთვის ბევრად მარტივია იმის თქმა, რომ ჰყავთ გარე მტერი, ახლა ეს არის უკრაინა, წარსულში იყო საქართველო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალისა და ტექნიკის მობილიზებით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, შიდა პრობლემებიდან თავისი მოსახლეობის ყურადღება გადაიტანოს.

ამის შესახებ დანილოვმა სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთში მალე საპარლამენტო არჩევნებია. ნავალნისთან დაკავშირებული საქმის, გელენჯიკში პუტინის სასახლის შესახებ ფილმის, კვაზი-რესპუბლიკების მხარდასაჭერად დაკარგული მილიარდობით დოლარის შემდეგ, დღეს, სოციალური დაძაბულობა რუსეთში უფრო მაღალია და კიდევ უფრო იზრდება… მოსკოვისთვის ბევრად მარტივია იმის თქმა, რომ მათ ჰყავთ გარე მტერი. ახლა ეს არის უკრაინა, აშშ, წარსულში იყო საქართველო. ისინი იგონებენ მტრებს და მათთვის გარე მტერი შიდა პრობლემების გადაჭრის ელემენტია“, – განაცხადა დანილოვმა.

ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინას თავისი ტერიტორიების სამხედრო გზით გათავისუფლების არანაირი განზრახვა არ აქვს, თუმცა მზად არის, თავდასხმებისგან თავი დაიცვას.