უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა, საგანგებო მდგომარეობის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა, საგანგებო მდგომარეობის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა, საგანგებო მდგომარეობის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა დაუჭიროს მხარი.

„რა შეიძლება იყოს? ეს იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და ობიექტების დაცვის გაძლიერება, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის და ეკონომიკის საარსებო წყაროს. ეს შეიძლება იყოს გარკვეული მოძრაობის შეზღუდვა, შეიძლება, იყოს გარკვეული დოკუმენტების შემოწმება, პიროვნების. ანუ ეს არის პრევენციული საკითხები, რათა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ, იმისთვის, რომ ჩვენმა ეკონომიკამ იმუშაოს და ჩვენმა ქვეყანამ იმუშაოს“ – განაცხადა დანილოვმა.