უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ანდრეი ერმაკის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

10:58, 28.11.2025

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ოფისში ჩხრეკას ატარებს.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ადგილზე დაახლოებით ათი ოფიცერი იმყოფება.

უკრაინული მედიის ცნობით, 25 ნოემბერს, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა, სემიონ კრივონოსმა განაცხადა, რომ გამოძიების დროს ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებული საქმე გაფართოვდებოდა.

მსგავსი