უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ გუშინდელი დღის შემდეგ, რუსეთმა სარაკეტო იერიშები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 30 პროცენტზე განახორციელა
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ ჰერმან ჰალუშჩენკოს თქმით, გუშინდელი დღის შემდეგ, რუსეთმა სარაკეტო იერიშები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 30%-ზე განახორციელა.
როგორც უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ტელეკომპანია „სიენენთან“ საუბრისას განაცხადა, ასეთი რამ ომის დაწყების შემდეგ პირველად მოხდა. ჰალუშჩენკოს თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპულ ქვეყნებს რუსული გაზისა და ქვანახშირის დაზოგვაში ეხმარება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა უკრაინა ევროპისგან დამატებით ენერგორესურსებს, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს ვერსიაც განიხილება. ჰალუშჩენკოს განცხადებით, უკრაინის ენერგოსისტემა ჯერ კიდევ სტაბილურია.
ამასთან, მინისტრი მოუწოდებს პარტნიორებს დაეხმარონ უკრაინას საჰაერო თავდაცვითი სისტემებით, რათა უკრაინამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უკეთესად დაცვა შეძლოს.
10 ოქტომბერს, უკრაინის მთავრობამ მოსახლეობას ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა.