ალექსანდრ ლუკაშენკომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, უშიშროების საბჭოს და სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ხელმძღვანელობა შეცვალა.
ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
ვალერი ვაკულჩიკი, რომელიც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. ვასილ გერასიმოვი სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას დაიკავებს, ხოლო ივან ტერტელი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს უხელმძღვანელებს.