უკრაინული დრონები​თ თავდასხმა მოხდა ორენბურგის რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1 400 კილომეტრში მდებარეობს
უკრაინული დრონები​თ თავდასხმა მოხდა ორენბურგის რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1 400 კილომეტრში მდებარეობს

უკრაინის დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ორენბურგის რეგიონში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1 400 კილომეტრში მდებარეობს.

უკრაინული მედიის თანახმად, ეს არის ყველაზე სიღრმისეული თავდასხმა რუსეთის ობიექტზე.

„ორსკნეფტეორგსინტეზის“ ქარხანა სპეციალიზირებულია ბენზინის, დიზელის საწვავის, საავიაციო საწვავის, მაზუთის და ბიტუმის წარმოებაზე. მისი წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 6.6 მილიონი ტონაა.