უკრაინის დელეგაციამ ევროპის საბჭოს შენობის ჰოლში საპროტესტო პერფორმანსი გამართა
უკრაინის დელეგაციამ ევროპის საბჭოს შენობის ჰოლში საპროტესტო პერფორმანსი გამართა

სათამაშო ჯარისკაცების ალაგება უფრო ადვილია, ვიდრე რუსი ჯარისკაცების გაყვანა უკრაინიდან, არა? – ამ რიტორიკული შეკითხვით უკრაინის დელეგაციამ ევროპის საბჭოს შენობის ჰოლში საპროტესტო პერფორმანსი გამართა.

მათ სხდომათა დარბაზის წინ სათამაშო ჯარისკაცები განალაგეს და ბანერი განათავსეს წარწერით: „ევროპა, სათამაშო ჯარისკაცების ალაგება უფრო ადვილია, ვიდრე რუსი ჯარისკაცების გაყვანა უკრაინიდან, არა?!“

დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი სტრასბურგში, ევროსაბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის ინიციატივით იმართება. ფორუმის მთავარი თემაა „დემოკრატია და ინფორმაცია“.

მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რასაც საქართველოსა და უკრაინის დელეგაციების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.