უკრაინის ცესკო-მ სააკაშვილის პარტია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე დაარეგისტრირა
უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე დაარეგისტრირა. უკრაინული გამოცემა „უნიანის“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 29 ივნისის სხდომაზე მიიღეს.
24 ივნისს უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სააკაშვილის პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა. მოგვიანებით, უკრაინის სააპელაციო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეცვალა, უზენაესმა სასამართლომ კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს ჩატარდება.