უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ღამის განმავლობაში 37 ფრთოსანი რაკეტა და 29 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს
უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ღამის განმავლობაში 37 ფრთოსანი რაკეტა და 29 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ღამის განმავლობაში რუსი სამხედროების მიერ ნასროლი 37 ფრთოსანი რაკეტა და 29 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის არმიამ იერიში მიიტანა სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. საერთო ჯამში, რუსეთმა კასპიის ზღვის რაიონში ბაზირებული სტრატეგიული ბომბდამშენებიდან 40 ფრთოსანი რაკეტა ისროლა.

რუსეთმა უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე მორიგი შეტევა განახორციელა. გასულ ღამეს აფეთქებების ხმა ისმოდა ქვეყნის დედაქალაქში, გოლოსევსკის რაიონში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა აამოქმედეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საზენიტო სისტემებმა რუსული რაკეტები გაანეიტრალეს.

კიდევ ორი ​​აფეთქება კიევში, პოდოლსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში მოხდა. ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა კერძო სახლს. საჰაერო განგაში უკრაინის ათ რეგიონში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ოდესაზეც. გასულ ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სუმის ოლქი ვერტმფრენით, ნაღმმტყორცნებითა და არტილერიით დაბომბეს. სუმის ოლქში 50-მდე აფეთქება მოხდა.