უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა დღე-ღამის განმავლობაში შვიდი სარაკეტო და 25 საავიაციო იერიში განახორციელა
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა დღე-ღამის განმავლობაში შვიდი სარაკეტო და 25 საავიაციო იერიში განახორციელა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ შვიდი სარაკეტო და 25 საავიაციო იერიში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები პოზიციებს იკავებენ და მტერს უკრაინის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევის საშუალებას არ აძლევენ. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის, კრამატორსკისა და ზაპოროჟიეს რაიონები დაბომბა.

უკრაინული მედია სამი დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უკრაინის არმიის დანაყოფებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 450-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლეს და 20 ტანკი, ასევე ერთი სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურეს.