უკრაინის არმიის გენშტაბი - ფრონტის ხაზზე ყველაზე რთული ვითარება კუპიანსკის, კრამატორსკისა და ხარკოვის მიმართულებებზეა
უკრაინის არმიის გენშტაბი - ფრონტის ხაზზე ყველაზე რთული ვითარება კუპიანსკის, კრამატორსკისა და ხარკოვის მიმართულებებზეა

უკრაინაში ფრონტის ხაზზე ყველაზე რთული ვითარება კუპიანსკის, კრამატორსკისა და ხარკოვის მიმართულებებზეა – ამის შესახებ უკრაინის არმიის გენშტაბის განცხადებაშია ნათქვამი.

მოხსენების თანახმად, გასული დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის არმიის პოზიციები და დასახლებული პუნქტები ორი ათასზე მეტჯერ დაბომბა.

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ხარკოვის რეგიონში სამხედრო ნაწილებმა რუსულ შენაერთებს უკან დაახევინეს. კიევში აცხადებენ, რომ რუსი აგრესორი ცდილობს, გამოიყენოს უპირატესობა ცოცხალი ძალით, აღჭურვილობით და საჰაერო მხარდაჭერით.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინა ხარკოვის მახლობლად რუსული ჯარების წინააღმდეგ კონტრშეტევას გეგმავს. რუსეთი სუმის მეზობელ რეგიონში საზღვრის გასწვრივ ჯარებს აგროვებს.