უკრაინის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ბლაგოდატნოე გაათავისუფლეს
უკრაინის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ბლაგოდატნოე გაათავისუფლეს

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ბლაგოდატნოე გაათავისუფლეს. შესაბამისი ინფორმაცია და ვიდეომასალა უკრაინის არმიის ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა გამოაქვეყნა.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ 68-ე ბრიგადის გვერდზე ნათქვამია, რომ ბლაგოდატნოეს გათავისუფლების ოპერაციის დროს ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროები.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ სამხედროები ნახევრად დანგრეულ შენობაში შედიან და იქ უკრიანის დროშას ამაგრებენ.

ბლაგოდატნოე დასახლებულ პუნქტ ველიკაია ნოვოსელკას სიახლოვეს მდებაროებს, სადაც, რუსული და უკრაინული წყაროების ინფორმაციით, გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა. ეს დასახლებული პუნქტი დონეცკისა და ზაპოროჟიეს ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვესაა განლაგებული.