უკრაინის არმიამ ყირიმთან რუსული საბურღი პლატფორმა „ჩერნომორნეფტეგაზა“ დაბომბა
უკრაინის არმიამ ყირიმთან რუსული საბურღი პლატფორმა „ჩერნომორნეფტეგაზა“ დაბომბა

უკრაინის არმიამ ყირიმთან რუსული საბურღი პლატფორმა „ჩერნომორნეფტეგაზა“ დაბომბა. რუსული მედიის ცნობით, საბურღი პლატფორმის დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ამ დროისთვის, ტერიტორიიდან პლატფორმაზე მომუშავე ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი ჭაზეც გავრცელდა და ხანძრის ჩაქრობას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

რუსულმა ხომალდმა საბურღ პლატფორმასთან მიახლოება ვერ შეძლო.