უკრაინის არმიამ რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა
უკრაინის არმიამ რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა

უკრაინის არმიამ რუსეთში რიაზანის, სარატოვისა და ბრიანსკის რეგიონებზე უპილოტო აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის.

რიაზანში თავდასხმა ასევე განხორციელდა თბოელექტროსადგურზე.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა ასევე სცადეს შეტევა ენგელსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სარატოვის ოლქში და კრემნის ქარხანაზე ბრიანსკში, რომელიც აწარმოებს ჩიპებს.

თავდასხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის თანახმად, გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის 13 რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 121 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის არმიის შეტევის სამიზნე იყო კურსკის, როსტოვის, მოსკოვის, ბელგოროდის, ვორონეჟისა და ტულის ოლქებიც.