უკრაინის არმიამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 30 აპრილის შემდეგ 15 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი დაამყარა
უკრაინის არმიამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 30 აპრილის შემდეგ 15 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი დაამყარა

უკრაინის არმიამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 30 აპრილის შემდეგ 15 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი დაამყარა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება „გაერთიანებული ძალების ოპერაციის“ ფარგლებში მოხდა.

უკრაინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტი იუჟნოე, ლუგანსკის ოლქში კი ზოლოტოე-4 დაიკავა.

კიევში ამბობენ, რომ პროცესი მინსკის შეთანხმების დარღვევის გარეშე ხორციელდება. აპრილის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულებისა და გაერთიანებული ძალების ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ოპერაციის ზონაში უკრაინის ხელისუფლებამ 67 დასახლებული პუნქტი შეიყვანა.