უკრაინის ახალ გენერალურ პროკურორად რადამ რუსლან რიაბოშაპკა დაამტკიცა

08:35, 30.08.2019

მეცხრე მოწვევის უმაღლესმა რადამ პირველ სხდომაზე უკრაინის ახალ გენერალურ პროკურორად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი რუსლან რიაბოშაპკა დაამტკიცა. რიაბოშაპკა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მის კანდიდატურას 312 დეპუტატმა მისცა ხმა.

გვიან ღამით კი მისი გენერალურ პროკურორად დანიშვნის განკარგულებას ვლადიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.

მანამდე, იმავე დღეს უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ის უწყებას 2016 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა. აგვისტოს დასაწყისში კი განაცხადა, რომ პოსტს დატოვებდა, როგორც კი მეცხრე მოწვევის რადა მუშაობს შეუდგებოდა.

უმაღლეს რადაში კენჭისყრამდე რუსლან რიაბოშაპკამ გენერალურ პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში, პროკურატურის სრული გადატვირთვის პირობა დადო. მისი თქმით, ის პროკურატურის ორგანოებში ატესტაციის ხელახლა ჩატარებას გეგმავს.

მსგავსი