უკრაინის 13 ოლქში კარანტინი შესაძლოა, გამკაცრდეს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა გააკეთა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მინისტრის თქმით, რამდენიმე რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალია, საავადმყოფოები კი, გადავსებულია, რის გამოც, სამედიცინო დაწესებულებებში ახალ პაციენტებს ვეღარ იღებენ.
სტეპანოვის განცხადებით, იმ რეგიონებში, სადაც ყველაზე რთული მდგომარეობაა, შესაძლოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტის, სპორტდარბაზებისა და ფიტნესცენტრების მუშაობაზე შეზღუდვა დაწესდეს.
უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 52 605 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 110 ადამიანი.