უკრაინიდან ბელარუსის საელჩოს პირველი მდივანი გააძევეს
უკრაინიდან ბელარუსის საელჩოს პირველი მდივანი გააძევეს

უკრაინასა და ბელარუსს შორის ურთიერთობები დაიძაბა. კიევის გადაწყვეტილებით, ბელარუსის საელჩოს პირველი მდივანი უკრაინიდან გააძევეს. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, დიპლომატმა უკრაინა უკვე დატოვა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბელორუსში უკრაინელი ჟურნალისტი დააკავეს. პაველ შაიროკოს ბრალად ჯაშუშობა წაუყენეს და მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მინსკში ამტკიცებენ, რომ ეჭვმიტანილი ბელარუსში „ჯაშუშური ქსელს“ ხელმძღვანელობდა და სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის იგორ სკვარცოვის დავალებებს ასრულებდა, რომელიც ბელარუსში უკრაინის საელჩოს მრჩეველი იყო. სკვარცოვი მინსკმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.