უკრაინელმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა რუსულ გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტეს #1TVSPORT
მოსკოვის „დინამოდან“ უკრაინელები წავიდნენ – გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ანდრეი ვორონინმა და უკრაინელმა მცველმა ივან ორდეცმა რუსეთი დატოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
შეგახსენებთ, რომ ორივემ მათგანმა გამოტოვა რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურის შეხვედრა „ხიმკისთან“ (3:0).
რაც შეეხება ვორონინს, უკრაინელმა სპეციალისტმა ჯერ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ომის საწინააღმდეგო პოსტი და უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო. ახლა კი უფროსი ვაჟი „დინამოს“ აკადემიიდან წაიყვანა და გერმანიაში წავიდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.
ცოტა ხნის წინ უკრაინელმა იაროსლავ რაკიცკიმ „ზენიტთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. მიუხედავად ამისა, რუსები კვლავ „ამტკიცებენ“, რომ ის გუნდში ოჯახური მიზეზების გამო არაა და კიდევ ორი დღე სჭირდება, რომ გუნდს შეუერთდეს.