უკრაინელი სამთო ინჟინრები მინდელის სახელობის შახტში მოკვლევას 23 აპრილს დაიწყებენ

13:32, 11.04.2018

უკრაინელი სამთო ინჟინრები ტყიბულში მინდელის სახლობის შახტში მოკვლევას 23 აპრილს დაიწყებენ. ამის შესახებ პირველ არხს პროფკავშირის გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ორი ექსპერტი უკრაინიდან საქართველოში უკვე ჩამოფრინდა.

დოლაბერიძის განცხადებით,  ექსპერტების მოკვლევის შემდეგ გაირკვევა, იყო თუ არა მომხდარი ფაქტის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

გამოძიებას ამ დრომდე სამართალდამცავები აწარმოებენ.

მსგავსი