უკრაინელი სამხედროების ცნობით, მათ მწყობრიდან გამოიყვანეს ხერსონის რაიონში მდებარე ახალი კახოვკის დამბის ხიდი
უკრაინელი სამხედროების ცნობით, მათ მწყობრიდან გამოიყვანეს ხერსონის რაიონში მდებარე ახალი კახოვკის დამბის ხიდი

უკრაინელი სამხედროების ცნობით, მათ მწყობრიდან გამოიყვანეს ხერსონის რაიონში მდებარე ახალი კახოვკის დამბის ხიდი. ამის შესახებ განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის“ სამეთაურო შტაბში განაცხადეს.

ახალ კახოვკაში მანამდე აფეთქებების შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები იუწყებოდნენ. მათი ვერსიით, ხერსონის ჰიდროელექტროსდგურთან ახლოს დარტყმები უკრაინის არმიამ ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ით მიიტანა.

ხერსონის ოლქში დნეპრზე სულ სამი გადასასვლელი არსებობს. ესენია ანტონოვსკის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, ასევე კახოვკის წყალსაცავის დამბის ხიდი.

შემოვლითი გზა კიდევ ერთ მდინარეზე გადის. ეს არის მდინარე ინგულეცზე გამავალი ხიდი დასახლება დარიევკაში.

ამ გადასასვლელებზე იერიშის მიტანით უკრაინის არმია ცდილობს, რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებული ძალების მომარაგების შესაძლებლობა შეუზღუდოს.