უკრაინელი სამხედრო ექსპერტი - დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა რუსეთმა შესაძლოა, ომის წინაპირობად გამოიყენოს, როგორც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გააკეთა
უკრაინელი სამხედრო ექსპერტი - დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა რუსეთმა შესაძლოა, ომის წინაპირობად გამოიყენოს, როგორც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გააკეთა

დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა რუსეთმა შესაძლოა, ომის დაწყების წინაპირობად გამოიყენოს, როგორც ეს 2008 წელს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გააკეთა, – ამის შესახებ უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, მიკოლა სუნჰუროვსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

კიევის „რაზუმკოვის ცენტრის“ ექსპერტის თქმით, მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს რუსული პასპორტები დაურიგა.

ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის სეპარატისტულ რაიონებში მოსკოვმა რუსეთის პასპორტი 720 000-ზე მეტ ადამიანს მისცა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებს რუსული პასპორტების აღება გამარტივებული წესით შეუძლიათ.