უკრაინელი პარალიმპიელი ტოკიოს თამაშების ოქროს გაყიდის არმიის დასახმარებლად #1TVSPORT
TOKYO, JAPAN - SEPTEMBER 03: Serhii Yemelianov of Team Ukraine celebrates winning the Gold Medal after he competes in the Men's Kayak Single 200m - KL3 Final A on day 10 of the Tokyo 2020 Paralympic Games at Sea Forest Waterway on September 03, 2021 in Tokyo, Japan. (Photo by Dean Mouhtaropoulos/Getty Images)
ლეგენდარულმა უკრაინელმა სპორტსმენმა, პარაკანოეში ორგზის პარალიმპიურმა ჩემპიონმა სერგეი ემელიანოვმა გადაწყვიტა დაეხმაროს უკრაინის არმიას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
28 წლის ემელიანოვი ყიდის ოქროს მედალს, რომელიც შარშან ტოკიოს პარალიმპიადაზე მოიპოვა, მიღებულ თანხას კი უკრაინელ მეომრებს გადასცემს.
„ყველას მოგესალმებით. არ ვიტყვი დილა მშვიდობისას, რადგან ბევრისთვის დილა არ არის კეთილი.
მე – სერგეი ემელიანოვი ვგეგმავ იაპონიაში მოპოვებული პარალიმპიური ოქროს გაყიდვას უკრაინის დამცველების დასახმარებლად.
მხოლოდ ერთად გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას“, – დაწერა ემელიანოვმა თავის სოციალურ ქსელზე.
უკრაინელს თითო ოქრო აქვს მოპოვებული 2016 და 2020 წლის პარალიპიადებზე KL3 კატეგორიაში, რომელშიც გამოდიან ათლეტები ქვედა კიდურების დაზიანებით. ის ასევე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია.