უკრაინელი და პოლონელი მოსამართლეები, აგრეთვე ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, რომ 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება
უკრაინელი და პოლონელი მოსამართლეები, აგრეთვე ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, რომ 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე ანა იუდკოვსკაია, ასევე პოლონელი კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ მოსამართლე ანა იუდკოვსკაია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

როგორც სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, სარჩელის აღნიშნული ნაწილის დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილება მსხვერპლთა და სადავო ინციდენტების დიდი რაოდენობის, წარდგენილი მტკიცებულებების მოცულობისა და შესაბამისი გარემოებების დადგენის სირთულის გათვალისწინებით მიიღო.

როგორც მოსამართლე ანა იუდკოვსკაია წერს, აღნიშნულ არგუმენტებს ის, კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან.

„Silent enim leges inter arma“ („ომის დროს კანონი დუმს“) ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში მარკუს ტულიუს ციცერონის მიერ დაწერილი ეს ლათინური მაქსიმა ამ სასამართლომ ხმათა უმრავლესობით დაადასტურა. მიგვაჩნია, რომ ჩვენს დროში ძალიან შორს ვართ ისტორიული კონტექსტისგან და პატივისცემის მიუხედავად, არ ვეთანხმებით უმრავლესობის დასკვნას, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები არ ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას…“, – წერს სტრასბურგის სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე.

„ჩვენ შეძრულები ვართ ამ არგუმენტებით. ჩვენი აზრით, ამ სასამართლოს როლი მდგომარეობს სწორედ პრიორიტეტულად რთული ამოცანების გადაწყვეტაში“, – აღნიშნულია მოსამართლის განცხადებაში.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონვენციის სხვადასხვა დარღვევის შესახებ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა გაიმიჯნოს სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზა (2008 წლის 8-12 აგვისტო) და სხვა მოვლენები, რომლებიც მოხდა საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის შეწყვეტის შემდეგ, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ. სასამართლომ გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მრავალი სხვა დოკუმენტი, აგრეთვე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. გარდა ამისა, სასამართლომ მოისმინა 33 მოწმისგან მტკიცებულებები.

 

Суддівській діалог всередині рішення. Кілька витягів з окремої думки суддів Юдківської, Войтичека та Чантурії в справі…

Posted by Anna Yudkivska on Thursday, 21 January 2021