უკრაინელი ძიუდოისტი - მეშინია და ვლოცულობ ჩემი ოჯახისა და ქვეყნისათვის #1TVSPORT
უკრაინელმა ძიუდოისტმა, დარია ბილოდიდმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ახალგაზრდა სპორტსმენი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აღწერს.
„დღეს, დილის 6 საათზე კიევში სროლის ხმებმა გამაღვიძა. სიტყვები არ მყოფნის, მეშინია და ვლოცულობ ჩემი ოჯახისა და ქვეყნისათვის. რუსეთმა ჩვენი დაბომბვა გადაწყვიტა და ომი დაიწყო. აქამდე, არ მჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. რატომ უნდა დაანგრიო სხვების სიცოცხლე? მოვუწოდებ რუსეთსა და ბელარუსს, რომ გაჩერდნენ. ჩვენ გვინდა მშვიდობა და სიცოცხლე.“