უკრაინელი დეპუტატი კირა რუდიკი – საომარი მოქმედებების დროს არჩევნების ჩატარება არ შეიძლება, არასწორია ქვეყნის დაშლისკენ მოწოდება ვინმეს პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად
უკრაინის რადას დეპუტატი, პარტია „გოლოსის“ წევრი კირა რუდიკი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ამბიციების გამო ქვეყანას საფრთხე არ უნდა შეუქმნან.
„მიხაილო ფედოროვისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, კონსტიტუცია მისი თანამდებობიდან გადაყენების გამო არ შეცვლილა. საომარი მოქმედებების დროს არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. არასწორია ქვეყნის დაშლისკენ მოწოდება ვინმეს პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად“, – წერს კირა რუდიკი სოცალურ ქსელში.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.
ფედოროვის თქმით, უკრაინამ უნდა იპოვოს კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესის განახლების საშუალებას მისცემს, თუნდაც გაჭიანურებული ომის პირობებში.
მიხაილო ფედოროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივლისში გაათავისუფლა. ფედოროვის გადაყენებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.
With all due respect to Mykhailo Fedorov, the Constitution did not change because of his dismissal. Elections cannot be held under martial law. It is wrong to call for tearing the country apart to serve anyone’s political ambitions.
— Kira Rudik (@kiraincongress) August 19, 2026