უკრაინაში ყოფილი გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საქმე ეხება იური ლუცენკოს არალეგალური აზარტული თამაშების ბიზნესთან შესაძლო კავშირს და ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ვლადიმირ ზელენსკის პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატმა მოითხოვა. უკრაინის კანონმდებლობით კი პარლამენტის წევრის მოთხოვნის შემთხვევაში, გამოძიების სახელმწიფო ბიურო ვალდებულია, აღნიშნული საქმე აღძრას. თავად უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.