უკრაინაში ტყვეობაში 50-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება

12:21, 05.08.2026
53 წლის მოზეს მუელელა და 50 წლის ჯოზეფინა ნგოია ნაბემოში მდებარე საკუთარ სახლში, თავიანთი შვილის, ერასტუს მუნდიას ფოტოებს ათვალიერებენ. არსებული ინფორმაციით, იგი, რუსეთის არმიაში გაწვევის შემდეგ, უკრაინის ფრონტზე დაიღუპა

53 წლის მოზეს მუელელა და 50 წლის ჯოზეფინა ნგოია ნაბემოში მდებარე საკუთარ სახლში, თავიანთი შვილის, ერასტუს მუნდიას ფოტოებს ათვალიერებენ. არსებული ინფორმაციით, იგი, რუსეთის არმიაში გაწვევის შემდეგ, უკრაინის ფრონტზე დაიღუპა

უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ამჟამად უკრაინაში ტყვეობაში 51 ქვეყნის მოქალაქე იმყოფება.

 

მან ამის შესახებ უკრაინაში აკრედიტებული უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„51 უცხო ქვეყნის მოქალაქე არის აყვანილი ტყვედ უკრაინაში, როდესაც ისინი რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში იბრძოდნენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მსოფლიოსთან პატიოსნად და ღიად საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთის მხარეს ომში მონაწილეობას რეალური სამართლებრივი შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა ომბუდსმენმა.

უფრო ადრე, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის ტყვეობაში იმყოფება 20 ისეთი რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს მეორედ ჩაბარდნენ ტყვედ.

2025 წლის აპრილში, რუსულმა გამოცემა IStories-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის ფედერაციის მხარეს, სულ მცირე, 48 ქვეყნის დაქირავებული მებრძოლი ომობს. ჟურნალისტებმა მათგან 1 500 პირის იდენტიფიცირება შეძლეს და გამოარკვიეს, თუ როგორ ხდება მოსკოვში უცხოელების გადაბირება რუსეთის არმიის რიგების შესავსებად.

 

სტატიის ავტორი: დმიტრო მიხაილოვი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: ბრაიან ონგორო, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 4 აგვისტო, 2026 წელი, 23:01 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი