უკრაინაში სტიქიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 23 დაშავდა
უკრაინაში სტიქიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 23 დაშავდა

უკრაინაში სტიქიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 23 დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია. მონაცემებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

მსხვერპლია ოდესის, ხაროვის, ნიკოლაევის ოლქებში და კიევში.

რთული მდგომარეობაა ოდესაში, სადაც ძლიერი ყინვისა და ქარბუქის გამო ხუთი ადამიანი დაიღუპა, სამაშველო სამსახურების დახმარება 2 500-მდე ადამიანს დასჭირდა. გზების ნაწილზე შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა.

სტიქიის გამო 11 ოლქში ელექტროენერგია 411 დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება.