უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. დღეს ქვეყანაში დუმილის დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მაშტაბით იკრძალება ნებისმიერი სახის აგიტაცია.

საარჩევნო უბნები ხვალ ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.

არჩევნების შესახებ კანონის მიხედვით, ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი.

არჩევნების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ეგზიტპოლები. უკრაინის პრეზიდენტობისთვის 39 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ექსპრემიერი და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და ასევე , კომიკოსი და მსახიობი ვოლოდიმირ ზელენსკი. იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში ვერც ერთი მათგანი მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, დაინიშნება მეორე ტური და თუ ეს ასე მოხდება, მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.