უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციები მიმდინარეობს
უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციები მიმდინარეობს

უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

შეხვედრას ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერები ესწრებიან. დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდება, რამდენი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი პარლამენტის დელეგაცია და ვინ გაემგზავრება უკრაინაში შალვა პაპუაშვილთან ერთად.

ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დელეგაციაში ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ ოპოზიციიდან მარტო არ წავა. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ. მან თქვა, რომ დელეგაციაში ოპოზიცია სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი.