უკრაინაში საომარი მდგომარეობა 24 აგვისტომდე გახანგრძლივდა 
უკრაინაში საომარი მდგომარეობა 24 აგვისტომდე გახანგრძლივდა 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა.

შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი. დადგენილება ძალაში 24 მაისიდან შევა და 24 აგვისტომდე გაგრძელდება.

კიევის რეგიონის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, კიევის ოლქის დასახლებებში, რომელსაც რუსული ძალები თებერვალ-მარტის პერიოდში აკონტროლებდნენ, 1 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი. უმეტესობა მათგანი დახვრეტილია.