უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

23:47, 25.09.2020

უკრაინაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფას 22 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ხარკოვის ოლქში, სამხედრო აეროპორტიდან ორ კილომეტრში მოხდა.

„ან 26“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ბორტზე 24 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – მფრინავები და ივან კოჟედუბას სახელობის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები.

თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა. ავიაკატასტროფის შედეგად მძიმედ დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი მოგვიანებით სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ჩააქრეს.

მსგავსი