უკრაინაში სამხედრო დანაშაულებში ბრალდებულ კიდევ 48 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ
უკრაინაში სამხედრო დანაშაულებში ბრალდებულ კიდევ 48 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ. როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.
მისი ცნობით, ამჟამად უკრაინული მხარე 13 ათასამდე საქმეს იძიებს.
„ჩვენ უკვე აღძრული გვაქვს 13 ათასამდე საქმეს, რომლებიც მხოლოდ სამხედრო დანაშაულს უკავშირდება. ამ კატეგორიით ბრალი წარუდგინეს 49 პირს“, – განაცხადა ვენედიქტოვამ.
23 მაისს კიევში, უკრაინის სასამართლომ სამხედრო დანაშაულში ბრალდებულ 21 წლის რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ვადიმ შიშიმარინს ბრალი ედებოდა სუმის ოლქში 62 წლის უიარაღო პირის განზრახ მკვლელობაში.