უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რუსეთის ძალებმა ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით კომბინირებული შეტევა განახორციელეს

09:35, 23.12.2025

უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

როგორც ცნობილია, რუსეთის ძალებმა ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით კომბინირებული შეტევა განახორციელეს.

ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, არ უგულებელყონ გამაფრთხილებელი სიგნალები და უსაფრთხო ადგილს შეაფარონ თავი იქამდე, ვიდრე განგაში არ დასრულდება.

მსგავსი