უკრაინაში რუსმა სამხედროებმა ჰუმანიტარულ დახმარებაში ჩართული ორი ბრიტანელი მოხალისე დააკავეს

15:45, 29.04.2022

უკრაინაში რუსმა სამხედროებმა ჰუმანიტარულ დახმარებაში ჩართული ორი ბრიტანელი მოხალისე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ არასამთავრობო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაცია Presidium Network-ის ცნობით, ორი ბრიტანელი მამაკაცი სამხრეთ უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მოხალისეები დამოუკიდებლად მუშაობდნენ, თუმცა კავშირი ჰქონდათ Presidium Network-თან. ორგანიზაციის თანადამფუძნებლის, დომინიკ ბირნის განცხადებით, ბრიტანელები უკრაინული ოჯახის ევაკუაციას ცდილობდნენ. მათთან კონტაქტი ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ორშაბათს დილით დაკარგა.

მსგავსი