უკრაინაში რუს ჟურნალისტ ვლადიმირ სოლოვიოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უკრაინაში აცხადებენ, რომ ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შემლახველი განცხადებები გააკეთა.
როგორც უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩაროვმა განაცხადა, ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მისი მიმართვის საფუძველზე აღძრეს.
გონჩაროვის თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სოლოვიოვს უკრაინაში 3-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თავად რუსმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება აჩვენებს, „თუ რა მიდგომა აქვს უკრაინის ხელისუფლებას გამოხატვის თავისუფლების მიმართ“.