უკრაინაში, რუსეთის მხრიდან 2019 წლის არჩევნების გაყალბების მცდელობაზე საუბრობენ
უკრაინაში, რუსეთის მხრიდან 2019 წლის არჩევნების გაყალბების მცდელობაზე საუბრობენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსული სპეცსამსახურები უკრაინაში 2019 წელს დაგეგმილი არჩევნების გაყალბების გეგმაზე მუშაობენ. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ვიქტორ კონონენკომ განაცხადა.

„დღეს მთავარ საფრთხეს შიდა სიტუაციის არევა წარმოადგენს. როგორც ვხედავთ, რუსული სპეცსამსახურების ძირითადი ძალისხმევა ქვეყნის შიგნით არის მიმართული. არავის სჯერა სწრაფი ომის, ყველა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია მოსყიდვის, გარიგების გზით. მიმდინარეობს მიზანმიმართული მუშაობა 2019 წლის არჩევნების გასაყალბებლად“, – აღნიშნა კონონენკომ.

უწყების წარმომადგენლის თქმით, უსაფრთხოების სამსახური აღნიშნული გეგმის ჩასაშლელად მუშაობს.
2019 წელს უკრაინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.