უკრაინაში, ქუჩაში დამცავი ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა
უკრაინაში, ქუჩაში დამცავი ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა

უკრაინაში, ქუჩაში დამცავი ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

ამასთან ერთად, აკრძალულია ორზე მეტი ადამიანის შეკრება. გამონაკლისი დაშვებულია ოჯახებისთვის, რომელთაც ბავშვები ჰყავთ. არასრუწლოვანებს კი, ქუჩაში უფროსების მეთვალყურეობის გარეშე გასვლა არ შეეძლებათ.

დახურულია რეკრეაციული ზონები, მათ შორის პარკები, სპორტული და სათამაშო მოედნები. გამონაკლისი დაიშვება იმ მოქალქეებისთვის, ვინც პარკებში შინაურ ცხოველთან ერთად სეირნობს.

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 143 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ-19-ით 45 ადამიანი გარდაიცვალა.