უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით კიევში ცხრა ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით კიევში ცხრა ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში ჩავიდნენ დანიის, შვედეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ესტონეთისა და ხორვატიის ლიდერები.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, პატივცემულო მოკავშირეებო. მადლობა, რომ მხარს უჭერთ უკრაინას დღეს და რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი ომის ოთხი წლის განმავლობაშიც“, – წერს სოცალურ ქსელ X-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევში ასევე იმყოფებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
როგორც ცნობილია, დღეს კიევში დაგეგმილია უკრაინის მხარდამჭერი ე.წ. მსურველთა კოალიციის სხდომა.
Welcome to Kyiv, dear allies, and thank you for standing with Ukraine today and throughout four years of Russia’s brutal full-scale war.
I was glad to welcome @EU_Commission President @vonderleyen and @eucopresident Antonio Costa at the Kyiv Central.
February 24th, 2022, has… pic.twitter.com/p9v1YJMxOc
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) February 24, 2026