უკრაინაში ლენინის ძეგლი ჯართად გაყიდეს

14:55, 30.08.2019

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში ლენინის ძეგლი ჯართად გაყიდეს, – ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების” რუსული ბიურო ავრცელებს.

ძეგლი ქალაქ ჟოლტიე-ვოდიში იდგა და მისი დემონტაჟი 2014 წელს განხორციელდა.

ბრინჯაოს ექვსტონიანი ქანდაკება ელექტრონული აუქციონის საშუალებით 500 ათას გრივნად გაიყიდა. აუქციონში ოთხი პირი მონაწილეობდა.

მსგავსი