უკრაინაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:22, 21.08.2020

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 100 643 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 2 207 პაციენტი გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინაში „კოვიდ-19“-ისგან საერთო ჯამში 51 078 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 637 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მსგავსი