უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 6 088 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 102 ინფიცირებული
უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 6 088 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 102 ინფიცირებული

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 6 088 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 102 ინფიცირებული.

შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსისგან განიკურნა 1 753 პაციენტი.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 343 498 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 6 391 პაციენტი გარდაიცვალა, 141 508 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.