უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 2 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:11, 20.08.2020

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად აგვისტოს დასაწყისში გაიზარდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 98 537 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 2 134 ადამიანი.

მსგავსი