უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 8199 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 8199 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსის შემთხვევების მზარდი რაოდენობა აღირიცხება. გასული 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 8 199 ადამიანს დაუდასტურდა.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 10 328 პაციენტი, ხოლო 166 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 146 963 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 847 391 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 20 542 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი