უკრაინაში კორონავირუსით მესამე სასულიერო პირი დაიღუპა
უკრაინაში კორონავირუსით მესამე სასულიერო პირი დაიღუპა

უკრაინაში კორონავირუსით მესამე სასულიერო პირი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, პაჩაევსკის ლავრაში 40 წლის ბერი კორონავირუსით დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერი 40 წლის იყო და მას ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ბერი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ერთი კვირის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

შეგახსენებთ, კიევ-პეჩერის ლავრაში ბოლო დღეების განმავლობაში ორი სასულიერო პირი გარდაიცვალა, დაინფიცრებულია 90. შექმნილი მდგომარეობის გამო ლავრაში კარანტინია გამოცხადებული.