უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 6 000-ს გადააჭარბა
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 6 000-ს გადააჭარბა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი უკრაინაში კიდევ 415 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 161 ადამიანი დაიღუპა და 367 განიკურნა.

ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 2036 ადამიანი.