უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 25 063 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 793 ადამიანი

10:42, 06.11.2021

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

უკრაინის ჯანდაცვის სმაინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 793 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლინდა ინფიცირების 25 063 შემთხვევა, 11 817 პაციენტი კი – გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულებს შორის არიან 1 541 ბავშვი და 398 მედიკოსი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 3 მილიონ 58 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 2 მილიონ 504 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 71 635 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მსგავსი