უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა
უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა

უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 5 116 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 951 პაციენტი, ხოლო 184 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 124 430 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 812 368 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 20 009 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უკრაინაში 8-დან 25 იანვრამდე მკაცრი საყოველთაო კარანტინი მოქმედებს.