უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

00:40, 16.04.2020

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა ათი ადამიანი, ამგვარად, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 108 შეადგინა.

ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსი დაუდგინეს 392 პაციენტს, რაც უკრაინისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. სულ დადასტურდა კორონავირუსის 3 764 შემთხვევა.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯამრთელებულია 143 ადამიანი.

შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსგავსი